დღე II
ვისწავლე: ბლოგზე შესვლა,მათ შორის ელ. ფოსტიდან;
პორტფოლიოს განთავსება;
რეფლექსიების გაკეთება, მასში ცვლილებების შეტანა,შეცვლა, დამატება;
გავიგე რა არის ჩეკლისტი.
თითქმის ყველაფერი გავაკეთე მარტივად, მომეცა სტიმული პროექტზე მუშაობის.
დღე მესამე
ვისწავლე: ელ ფოსტაში კუბიკების მატრიციდან დრაივში გადასვლა, სამუშაო დაფიდან დრაივზე ფაილების გადატანა, დრაივში ახალი ფოლდერების შექმნა და უსაფრთხოების მიზნით მასში პროექტის გეგმის გადატანა, შევსებული ცარიელი ველების ტრენერისათვის გაზიარება და მისთვის კომენტარების უფლების მინიჭება. ელ სახელმძღვანელოში ჩვენი საგნის შესაბამისი რესურსების მოძებნა.
დღე მეოთხე
ძალიან საინტერესო დღე იყო, ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ შერჩეული საპროექტო თემების მოკლე პრეზენტაციები, მივიღეთ საჭირო რეკომენდაციები და შენიშვნები, გავხდი საკმაოდ მოტივირებული.
დღე მეხუთე
ვისწავლე: პროექტისათვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შერჩევა;
ბროშურის გაკეთება, რაც თავისთავად საუკეთესო საშუალებაა პროექტის პრეზენტაციისათვის;
ტრენინგი იყო საკმაოდ საინტერესო, შინაარსიანი და სტიმულის მომცემი.
დღე მეექვსე
სამწუხაროდ არ ვიყავი, ვირუსებმა შემომიტიეს.
დღე მეშვიდე
ამოვარდნილი ვარ კალაპოტიდან.მაგრამ...გავიგე პრეზენტაციის 10 რჩევის შესახებ
დოკუმენტის გაზიარებისას წვდომა ვრცელდება არა რომელიმე მის ფრაგმენტზე (მაგ. ცხრილის ცარიელი ველები), არამედ მთლიან დოკუმენტზე.
ReplyDeleteკომენტარი ატ მაქვს
ReplyDelete